среда, 9 января 2013 г.

იაკობი და დედაენა

1.პროექტის სახელი: იაკობი და დედაენა
2.პროექტის მოკლე აღწერა: იაკობ გოგებაშვილის ღვაწლისა და დედაენის მნიშვნელობის შეცნობა;
3.პროექტის სრული აღწერა: ა)გაეცნობიან გოგებაშვილის ბიოგრაფიას, ცხოვრებას,       პიროვნებას;
ბ)გაეცნობიან იაკობის შემოქმედებას;
 გ)გაეცნობიან დედაენის გამოცემებს;
დ)გამოიკვლევენ დედაენის გამოცემის ისტორიას;
 ე)შეადარებენ დედაენის ძველ და ახალ გამოცემებს;
ვ)მოიძიებენ დედაენისადმი მიძღვნილ ლექსებსა და სიმღერებს;
ზ)გამოიკვლევენ ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ამ წიგნისადმი;
თ)მოინახულებენ იაკობის სახლმუზეუმს ვარიანში, დედაენის ძეგლს-თბილისში;
ი)ჩაატარებენ ღონისძიებას-,,იაკობი და დედაენა";
კ)გამოუშვებენ კედლის გაზეთს; 
4.მოსწავლეთა ასაკი: 6-7 წელი




5.ვადების ხანგრძლივობა: 2012/13 სასწ. წ.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციისა და სურათების მოძიება ინტერნეტიდან, შესაბამისი ვიდეო და აუდიო ფაილების მოძებნა, დედაენის სხვადასხვა გამოცემების დათვალიერება, განხილვა, შედარება, კეგლის გაზეთზე მუშაობა, ღონისძიებისთვის მზადება.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გაეცნობიან და შეიყვარებენ იაკობის ცხოვრებას, უკვდავ დედაენას, ღრმად ჩაიხედავენ მშობლიური ენის ფესვებში, გამოუშვებენ გაზეთს, შეიყვარებენ და მოირგებენ იაკობის გმირებს, დააფასებენ მის ფასდაუდებელ ღვაწლს, იზრუნებენ  ქართული ენის სიწმინდეზე.
8.სარგებელი სხვებისთვის: დაათვალიერებენ მოძიებულ მასალას, ბავშვები გაუზიარებენ სტუმრებს თავის შთაბეჭდილებებს და გაუღვიძებენ სურვილს, ასევე კარგად შეისწავლონ იაკობის შემოქმედება, დედაენა და მისი ფასდაუდებელი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე.
9.სამუშაო ენა: ქართული;
10.საგნები/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ისტორია, მუსიკა.
11.პროექტის ფასილიტატორი: ნინო მამუჩიშვილი.
12.ფასილიტატორის ელ-ფოსტა: ninikoli61@gmail.com